6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რუსეთში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს.

„დაკავებული, თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელია, რომელიც რესტავრატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულში შესაძლოა ელენა წერეთლის პარტნიორი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი ელენა წერეთელი და მათი 19 წლის შვილი, დარია მოკლეს
შემდეგი სტატიამთავრობის დადგენილებით, 2030 წლისთვის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-მდე გაიზრდება