რუსეთში აშშ-ის ელჩმა ლინ ტრეისიმ მოსკოვში, სოლოვეცკის ქვა ყავილებით შეამოკო და ასე სცა პატივი ალექსეი ნავალნის ხსოვნას, – იუწყება საელჩოს პრესსამსახური.
„დღეს სოლოვეცკის ქვაზე ვგლოვობთ ალექსეი ნავალნის და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების სხვა მსხვერპლთა სიკვდილს. თანაგრძნობას გამოვთქვამთ ალექსეი ნავალნის ოჯახის, კოლეგებისა და მხარდამჭერების მიმართ. მისი ძალა შთამაგონებელი მაგალითია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, სოლოვეცკის ქვა ყვავილებით რუსეთში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ნაიჯელ კეისმაც შეამკო.