რუსეთში არსებული ვითარების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ლიდერებმა განიხილეს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენა უკრაინის ომზე. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება და გადაწყვეტილება მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა შეძლოს მან სრული სუვერენიტეტის აღდგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადმინისტრაციამ აღნიშნა, პოლონეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, ის აშშ-ს პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ესაუბრა.