რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპი დაიწყო

რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნის მეორე ეტაპზე რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა უნდა დამუშავინ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ერთობლივი მომზადების საკითხები.

წვრთნების ჩატარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვსს მაისს გამოაცხადა. სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ აღნიშნული სწავლების ჩატარების განკარგულება ვლადიმირ პუტინმა გასცა, რუსეთის მისამართით ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ. წვრთნის პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო. მანევრების დროს გამოიყენეს „სიკანდერის“ კომპლექსი“ და „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები.

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია – „ოცნების“ დეპუტატები, რომლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაჩიხლაძე პრემიერის ბერლინში ვიზიტზე – კობახიძემ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება, რომ ჩავიდეს არავინ ხვდება