„რუსეთში არ არის კაპიტალიზმი, ეს არის დამპალი პაპუასია…

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნესამას წინათ, რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ავიაციური კომიტეტის (МАК) ხელმძღვანელმა ტატიანა ანოდინამ შეაჩერა თვითმფრინავების Boeing 737 ექსპლუატაცია. მთავარი ამ ისტორიაში არის ის, რომ „ტრანსაეროს“ მფლობელმა ქალბატონმა ცხელ გულზე შური იძია და აეკრძალა რუსეთშიყველაზე მოთხოვნადი და უსაფრთხო თვითმფრინავების – Boeing 737 ფრენა, რითაც გამოიწვია კოლაფსი ამ დარგში, ვინაიდან „ტრანსაეროზე“ მოდიოდა რუსეთის ავია გადაზიდვების 20%! „ტრანსაერო“, რომელიც ფლობდა ლიცენზიას ამ თვითმფრინავების გამოყენებაზე, გადაზიდვებით „აეროფლოტის“ შემდეგ იყო მეორე უმსხვილესი რუსული ავიაკომპანია. ამ კომპანიის ბოინგები ბაზირებდნენ მოსკოვის დომოდედოვასა და ვნუკოვოს აეროპორტებში. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ ვალები ვერ გაისტუმრა ა.წ. სექტემბერში, ოქტომბერში კი ბანკროტად გამოაცხადეს. 2015 წლის პირველი ნახევრიდან კომპანიაში მუშაობდა 11.5 ათასი ადამიანი. ამასთან, ქალბატონი ანოდინა არის „ტრანსაეროს“ უმსხვილესი აქციონერის, ალექსანდრ პლეშაკოვის დედა.
ასეთი რამ ხშირად ხდება რუსულ და პოსტსაბჭოთა ბიზნეს-სივრცეში, როცა არაპროფესიონალები ანადგურებენ თავიანთ ბიზნესს და ამით დიდ ზიანს აყენებენ როგორც იმ სფეროს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, რაც ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს.
ამ მწარე რეალობას მისთვის ჩვეული სარკასტულობით გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო. როგორც მან აღნიშმა რადიო პროგრამაში „რეპლიკა“, ისტერიკაში ჩავარდნილმა ქალმა საკუთარ ბიზნესს ავნო მისივე კომპანიის „ტრანსაეროს“ განადგურების გამო. ჟურნალისტის თქმით, ანოდინას მხარს უჭერდა ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და კა-გე-ბე-ს „ლომი“, ევგენი პრიმაკოვი.( შეგახსენებთ, ეს ის პრიმაკოვია, რომელსაც ქართველები „ჩვენს ჟენიას“ ეძახდნენ, თუმცა რეალობაში ის კა-გე-ბეს ერთგულ მონა-მოსამსახურედ რჩებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, ან სხვანაირად რატომ უნდა მოქცეულიყო თავისივე მრწამსიდან გამომდინარე). როგორც რუსული პრესა წერდა, პრიმაკოვი ანუ „პრიმუსი“ სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა რუსეთის ყველაზე გავლენიან სუკელად (ვინც არ იცის ასაკის გამო, დავაზუსტებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს სუკი იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შემოკლებული სახელწოდება). “პრიმაკოვს, რადგან ის იყო მაგარი მასტი, მისცეს „ტრანსაერო“, აი, ასე, აიღეს და მისცეს მეორე კომპანია ამ დარგში… ასეთია ჩვენში, რუსეთში ეკონომიკა, მაგრამ 26 ივნისს პრიმაკოვი მოკვდა, ხოლო 29 ივნისს ანოხინა ეგრევე გააგდეს მმართველობიდან და ოქტომბრის ბოლოს კი „ტრანსაეროდან“ კვალიც არ დარჩა. ასეთია რუსული ბიზნესი“ – შეაფასა დორენკომ ბიზნეს-სიტუაცია რუსეთში.
„ჩვენ არც კი ვიცით, რამდენი ასეთი კომპანია არის რუსეთში… გარდაიცვლება ვინმე პიოტრ პიოტროვიჩი, და ეგრევე დაიშლება მისი კუთვნილი კომპანია, რითაც ზიანი მიადგება იმ დარგს… ამას ვეძახით ჩვენ კაპიტალიზმს? არა, ესაა დამპალი პაპუასია, კარგი მნიშვნელობით, რასაკვირველია…“ – სარკასტულად ასრულებს თავის რეპლიკას ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2″ ძალიან ბევრს მოიგებდა ერთხელ მაინც რომ მოეხადა ბოდიში იმ ცილისმწამებლური სიუჟეტებისათვის, რომელიც გადიოდა”
შემდეგი სტატიაავაკოვმა დამარხა მილიცია