28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

“რუსეთში აღარ არსებობს ქარხანა, რომელსაც ვერ მივწვდებით”- ზელენსკი

“ამ კვირაში ჩვენმა მეომრებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს შორ მანძილზე მოქმედი სანქციების [დარტყმები] გამოყენებაში იმ რუსულ ობიექტებზე, რომლებიც ამ ომზე მუშაობენ.

უკრაინულმა დრონებმა ციმბირამდე მიაღწიეს და დაარტყეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – უკრაინიდან თითქმის 2 500 კილომეტრის დაშორებით. ახლა უკვე აღარ არსებობს არცერთი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინული იარაღი ვერ მისწვდება.
ასევე, ჩვენი პასუხები რუსულ დარტყმებზე განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე სარატოვის, როსტოვის, ტვერის, სტავროპოლის, კრასნოდარის რეგიონებში, თათრეთსა და ბაშკორტოსტანში. დარტყმა მიეყენა ვორონეჟის რეგიონის აეროდრომს და ტვერის სტრატეგიულ საწარმოს. დრონები ასევე გამოყენებულ იქნა მოსკოვის, ლენინგრადის და ბრიანსკის რეგიონების ობიექტებზეც.

რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი სანქციების [დარტყმები] ჩვენი გეგმა მკაფიოდ სრულდება. მადლობა ყველა ჩართულ ქვედანაყოფს სიზუსტისთვის!”,_  წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ვაზისუბანში: საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიარატომ ირჩევენ მძღოლები saburavebi.ge-ს: შეიძინე საბურავი ონლაინ, მარტივად და უსაფრთხოდ