რუსეთში აცხადებენ, რომ სუვერენული ევროობლიგაციებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეს და საგარეო ვალის დეფოლტი თავიდან აიცილეს

რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა სუვერენული ევროობლიგაციებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა და ამგვარად, ქვეყანამ საგარეო ვალის დეფოლტი თავიდან აიცილა. რუსეთს ჯამში 649 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა ორი სუვერენული ობლიგაციისთვის. დავალიანების დასაფარად რუსეთს 4 მაისამდე ჰქონდა ვადა.

როგორც აპრილის დასაწყისში საერთაშორისო მედია წერდა, მიმდინარე თვის დასაწყისში სანქციების გამო, რუსეთმა ვერ გამოიყენა თავისი გაყინული სავალუტო რეზერვები სესხის მომსახურებისთვის. ამის გამო, რუსეთის მთავრობამ საერთაშორისო ობლიგაციების გადახდა რუბლებში განახორციელა იმის მიუხედავად, რომ დავალიანება დოლარებში იყო დასაფარი.

რუსეთს ვალის კონტრაქტის შესაბამისად დოლარებში დასაფარად 4 მაისამდე ჰქონდა ვადა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჯერად, გადახდა კონტრაქტის შესაბამისად, დოლარებში განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიარესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებები არის დეზინფორმაციული, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და იმ მოღალატეობრივ კონსპირაციაზე დამყნობილი, რაც სააკაშვილმა შექმნა – ვოლსკი
შემდეგი სტატიაპუტინმა, გუტერეშის ვიზიტის დროს კიევზე იერიშით, გაეროს შუა თითი უჩვენა – კლიჩკო