რუსეთში აცხადებენ, რომ ევროპის მასშტაბით თავისი საელჩოების დახურვას არ აპირებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ იმის საპასუხოდ, რა ზომებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა, რუსეთი ევროპის მასშტაბით თავისი საელჩოების დახურვას არ აპირებს.

„ეს ჩვენს ტრადიციაში არ არის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობითი ოფისების მუშაობა მნიშვნელოვანია”, – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს.

როგორც ცნობილია, რუსეთს დასავლურმა ქვეყნება მთელი რიგი სანქციები დაუწესა, მათ შორის, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინეს და რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – უცნაური პოზიციაა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს