რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა

მიუხედავად გარკვეული უთანხმოებისა, მოსკოვსა და თბილისს შორის მაინც არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, “არის მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, რომლებიც დაკავშირებულია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობის პრაქტიკულ ასპექტებთან”.
კარასინმა გამოყო საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა რამდენიმე სფეროში. “ეს პირველ რიგში ეხება ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიაციას და ტურიზმს”,- აღნიშნა კარასინმა.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “ТАСС”.

banner
წინა სტატიაშიქართველი ერი გადაშენების პირას მყოფი ერების ხუთეულშია – გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა
შემდეგი სტატიაპოლონეთის ქალაქ შეცინში “საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალს” აიღებენ