რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დოკუმენტი

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დოკუმენტს პირველად ქართულ მედია სივრცეში საინფორმაციო საგენტო “თაიმერი” ასაჯაროვებს.

რუსული არმია ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი ღონისძიებისთვის ემზადება, ე.წ. აფხაზური არმია კი ამ დროს პირობითად – პირობით მოწინააღმდეგეს ესვრის.დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა, ორივე ჯარი მხოლოდ საფრთხის დროს გაერთიანდება, თუმცა მანამდე, კრემლის დავალებით, მდინარე ენგურთან დამატებითი საგუშაგოები და ბაზები აშენდება.

„ჩვენი ქვეყანა საკმაო დროის განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვან სირთულეებს და დღეს ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ახალ ფაზაში შევდივართ. ჩვენ, ეჭვგარეშეა, გავაფართოებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ადრეც გვეძლეოდა რუსეთის ფედერაციისგან, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს“-განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების განსახორციელებლად აფხაზეთისთვის დაგეგმილია 5 მილიარდი რუსული რუბლის გამოყოფა. მისივე სიტყვებით, ასევე შესაძლებელია ტრანზიტული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება სოხუმი-თბილისის მიმართულებით, რომელიც, ერთი მხრივ, სომხეთს და, მეორე მხრივ, რუსეთს დაუკავშირდება:

„აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება, ჩვენ საკმაოდ კარგი ნორმატიული ბაზა გვაქვს. ამასთან, ჩვენი ექსპერტები და პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მივიღოთ დამატებით ზომები, რათა შეიქმნას საუკეთესო პირობები ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად, ასევე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ აფხაზეთის უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სწორედ დახმარების გაორმაგება, გასულ და მიმდინარე წელთან შედარებით“.

banner
წინა სტატიაში”აუდიტორია 115”-მა მოთხოვნათა სია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაია ანთაძე: ელენე ხოშტარიას ტონა წიგნი აქვს წაკითხული ბავშვობაში