რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“რია ნოვოსტის” ცნობით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero “ვნუკოვო – სოხუმის” მარშრუტზე შეასრულებს. პირველი რეისი 3 მაისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ სოხუმში მოსკოვიდან ასევე ავიაკომპანია Ifly, და მოსკოვსა და კრასნოიარსკიდან კომპანია “ნორდსტარი” იფრენენ.

სოხუმის აეროპორტი ქლაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. საჰაერო ნავსადგური 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან დაბრუნებულმა რუსმა ჯარისკაცმა კურსკის ოლქში მცხოვრები ოჯახის წევრებს მათსავე სახლში ცეცხლი გაუხსნა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი – კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს