რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს – ზელენსკი

რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აგრესორი დაინტერესებულია მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე და მოითხოვოს კონფლიქტის შეჩერება.

ამავე ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო ტექნიკას მასიურად გადასცემენ, ისინი ომს სწრაფად მოიგებენ.

„თუ ჩვენ მასიურად გადმოგვცემენ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ტექნიკის მცირე პარტიებით გადაცემა მხოლოდ ახანგრძლივებს რუსეთ-უკრაინის ომს.

banner
წინა სტატიაშიგლობალური ომის პარტიის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას – დარჩიაშვილი
შემდეგი სტატიაყველა პროდასავლური პარტია, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რაც არის „რუსული ოცნების” მოშორება – წითლიძე