რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევის ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს – ბრიტანეთი

უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს წვერობას ითხოვს

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან რუსეთი იბრძოდა ეფექტური შეტევითი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად და ეს პრობლემა, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე ხდება.

გარდა ამისა, რუსებს პერსონალის სერიოზული დეფიციტის გარდა, პრობლემა უკრაინის აღმოსავლეთში რეზერვების განლაგებასა და ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევებისგან დაცვას შორის შეექმნა .

დაზვერვა ასევე წერს, რომ რუსეთის უახლოეს პოლიტიკური მიზანს კი დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის აღება წარმოადგენს. გარდა ამისა, რუსეთმა შესაძლოა, მაინც მიაღწიოს გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებას, თუმცა მისი ოპერატიული ტემპი და წინსვლის სიჩქარე იქნება ძალიან ნელი.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა თავიდან აიცილონ მოგვიანებით უფრო მკაცრი ზომების დაწესება – კლუგე
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს