,,რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბოლო ათი დღეში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა დონეზე შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადებები კეთდება, რაც მათგან არ გასაკვირი არ არის.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. დაენგრა გავრილოვის ამბების ირგვლივ და გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოკუპანტის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამიტომ, აგონიაში მყოფი განცხადებები, მუქარა თუ შეპირებები გასაკვირი არ არის და აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მორიგჯერ დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა ქვეყანაში“, – განაცხადა კაპანაძემ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ახლა მოცდა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ
შემდეგი სტატიასარწმუნოება ერთი გვაქვს და საჭმელი, აბა ევროპა სჯობია? პიდარასტების, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა? – “ქართული ოცნების” წევრის მორიგი სკანდალური განცხადება