რუსეთს საქართველოს გასანადგურებლად არ სჭირდება ოკუპაცია-ირაკლი ოქრუაშვილი

რუსეთს საქართველოს გასანადგურებლად ნამდვილად არ სჭირდება არც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არც ბალისტიკური რაკეტები მაშინ, როდესაც ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია ქვეყანაში განათლების სისტემის მოშლით-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს

,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,რუსეთს საქართველოს გასანადგურებლად ნამდვილად არ სჭირდება არც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არც ბალისტიკური რაკეტები მაშინ, როდესაც ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია ქვეყანაში განათლების სისტემის მოშლით

ამის შემდეგ:

– პაციენტები იღუპებიან გაუნათლებელი ექიმების ხელით.

– უსამართლობა მკვიდრდება უმეცარი პოლიტიკოსების და იურისტების მიერ.

– მრევლს ტვინს ურეცხავენ “სიბნელით განსწავლული” სასულიერო პირები.

განათლების დეფიციტი ბოლო 20-25 წელია განსაკუთრებული გამოწვევა და საფრთხე გახდა ქვეყნისთვის.

2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმეს.

არ ვიცი 2020 წელს რას გააუქმებს ივანიშვილი იმისათვის, რომ ქვეყანა მონური მორჩილებით მართოს, მაგრამ თუ ასე გააგრძელა 2024 წელს სახელმწიფოს (ანუ იმას რაც შემოგვრჩა) ნამდვილად გააუქმებს.”-წერს ოქრუაშვილი

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალი ბრენდული სასტუმროს პროექტი არქიტექტორებს გააცნეს
შემდეგი სტატიალარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა