რუსეთს მართვადი რაკეტების მარაგი სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოეწურა – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონბასის რეგიონში რუსეთის საჰაერო აქტივობა კვლავ მაღალი რჩება. უწყების ცნობით, რუსული ჯარები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ როგორც მართვადი, ისე არამართვადი რაკეტების გამოყენებით.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთის უუნარობამ, ჩაეხშო ან გაენადგურებინა უკრაინის სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები კონფლიქტის საწყის დღეებში, შეზღუდა მის შესაძლებლობა, მიეწოდებინა ტაქტიკური საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო მანევრირების ელემენტებზე, რაც ხელს უშლის კიევის მიმართულებით წარმატებას.

შესაბამისად, რუსეთის საჰაერო აქტივობა დიდწილად შემოიფარგლება დარტყმებით საჰაერო და ზედაპირული საკრუიზო რაკეტების გამოყენებით, რასაც ისინი უკრაინული ძალების და მათი მარაგების გადაადგილების შეფერხებისთვის იყენებენ.

მიუხედავად ამისა, ამ დარტყმებმა ვერ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა კონფლიქტზე და ამის შედეგად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურულია რუსეთის მართვადი რაკეტების მარაგი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უდიდესი ხის ეკლესია იწვის, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში რუსი ოკუპანტების საკომუნიკაციო სადგური გაანადგურეს