რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე საბრძოლო მასალის მარაგი ეწურება – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე საბრძოლო მასალის მარაგი ეწურება. განცხადების თანახმად, მიზეზი ისაა, რომ ომი იმაზე დიდხანს გაგრძელა, ვიდრე კრემლი ვარაუდობდა.

დაზვერვა წერს, რომ მასალის მარაგის ამოწურვის მიზეზით რუსეთი იძულებულია ძველი საბრძოლო მასალა გამოიყენოს, რომელიც ნაკლებ საიმედო, ნაკლებად ზუსტი და ადვილად ხელში ჩასაგდებია – “რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს სიზუსტის მქონე იარაღის მარაგის შევსებას, რომელიც ამოეწურა”.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობითვე, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოავლინა ნაკლოვანებები კრემლის მხრიდან ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარში, ისინი ქალაქებს განურჩევლად ბომბავენ და მცირედით, ან საერთოდ არ ითვალისწინებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს.

banner
წინა სტატიაშილეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე – ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ვეტერანების გმირობამ შესაძლებელი გახადა ფაშიზმის დამარცხება და კაცობრიობისთვის განვითარებული მომავლის უზრუნველყოფა