რუსეთს ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლები გაჰყავს – შესაძლებელია, ისინი უკრაინაში გაიგზავნონ – უკრაინული მედია

რუსეთს ლიბიიდან თავისი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი გაჰყავს. შესაძლებელია, ისინი უკრაინაში გაიგზავნონ, – ამის შესახებ უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად რუსეთი ლიბიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას არ გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება უკრაინაში წარუმატებლობის გამო შეიცვალა.

Financial Times-ის წყაროები ვარაუდობენ, რომ „ვაგნერელები“ ​​უკრაინაში გაიგზავნებიან. დაქირავებულების ლიბიიდან გაყვანის ერთ-ერთი მიზეზი თურქეთის მიერ სირიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაა.

რუსეთის ფედერაციამ ლიბიიდან დაჯგუფება PMC-ის წევრი 200 რუსი უკვე გამოიყვანა, ასევე ათასობით სირიელი დაქირავებული, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის დაახლოებით 5 ათასი დაქირავებული მებრძოლი ლიბიაში კვლავ რჩება.

წინა სტატიაშიმას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა – ხერხეულიძემ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიაპროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთისგან მკაცრი პასუხი მოჰყვება – ზახაროვა