რუსეთს იულია სკრიპალის განცხადების არ სჯერა და მასთან პირად შეხვერდრას მოითხოვს

ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ იულის სკრიპალთან გადაღებული ვიდეო უცნაურია. “ნაჩვენები ვიდეო ჩვენს ეჭვებს და შეშფოთებას აძლიერებს. სრულიად ცხადია, რომ იულია დაწერილ ტექსტს კითხულობდა. მეტიც, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ტექსტი გადათარგმნილი იყო ინგლისურიდან, ამასთანავე, ორიგინალი ენის მატარებილის მიერ იყო შედგენილი” – წერია დიპმისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საელჩო ბრიტანეთისგან იულია სკრიპალთან შეხვედრის მოწყობას მოითხოვს.

23 მაისს იულია სკრიპალმა, რომელიც ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის ქალიშვილია, კამერების წინ თავის პირველ განცხადებაში მას მერე, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს მისი და სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ, თქვა, რომ ძალიან გაუმართლა, რომ თავდასხმისა და მოწამვლის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. “20 დღიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მოწამლულები ვიყავით. ამ წუთამდე რთულია დავიჯერო, რომ ჩვენზე მსგავსი თავდასხმა მოხდა. შოკისმომგვრელია თვითონ ის ფაქტი, რომ გამოიყენეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება” – თქვა იულია სკრიპალმა ინტერვიუში. მისი თქმით, გამოჯანმრთელების პროცესი იყო ხანგრძლივი და რთული – “მადლობელი ვარ სოლსბერის ჰოსპიტალის ყველა თანამშრომლის, ადგილის, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა… ჩემი ცხოვრება თავით ფეხებამდე ამოტრიალდა და ახლა ვცდილობ შევეგუო მომხდარ დაუჯერებელ გარდაქმნებს” – თქვა იულია სკრიპალმა და იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე შეძლებს რუსეთში დაბრუნებას.

იულის და სერგეი სკრიპალები 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის სოლსბერიში.

banner
წინა სტატიაშიბელორუსში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინელი ჟურნალისტი გაასამართლეს
შემდეგი სტატიაცუკერბერგთან ფოტოს გამო ევროპარლამენტარს “ტვიტერში” გაუბრაზდნენ