რუსეთს განვიხილავთ როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს, მას მერე რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

საქართველოს საგარეო ურთიერთობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში. გიორგი მარგველაშვილის თქმით საქართველო აპირებს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პარტიის წარმომადგენლებთან. რაც შეეხება რუსეთს. პრეზიდენტის თქმით, მან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას “რუსეთის მიერ ისტორიულად უსამართლო ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ ამასთან შეგუებას ქართული საზოგადოება და მთავრობა არ აპირებს. მისივე თქმით, საქართველო ცდილობს მოსკოვთან დიალოგი რაციონალური დისკუსიის ფორმებში ჰქონდეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ მისცეს ომის არც ერთ მონაწილე მხარეს საშუალება, რომ საქართველო რაიმე პროვოკაციაში აიყოლიოს. გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა ვალდებულების შესრულების მუხედავად, საქართველო ჯერ ისევ ვერ იღებს ევროკავშრისგან უვიზო მიმოსვლას.

“დონალდ ტრამპთან ჩვენი დღის წესრიგი იგვე რჩება. გვინდა რომ საქართველო ვაშინგტონის რადარებზე ფიქსირდებოდეს. შეერთებულ შტატებთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა. რაც შეეხება ევროკავშირს, მიგვაჩნია რომ მათი მხრიდან ფიქრისა და შეფასებების ფაზა უნდა დასრულდეს და გადავიდნენ აქტიურ დღის წესრიგზე საქართელოსთან. რუსეთთან მიმართებაში კი გვინდა დიალოგს რაციონალური სახე ჰქონდეს და შევინარჩუნოთ მშვიდობა. რუსეთს განვიხილავთ როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს, მას მერე რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება,”-აცხადებს გიორგი მარგევლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” და “ენმ”-ს ორ-ორი მანდატის დათმობა მოუწევს- “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი