რუსეთს დონბასიდან სამხედრო ტექნიკა გაჰყავს

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი თანდათან ამცირებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას დონბასის კონფლიქტურ რეგიონში.
როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე – იური გრიმჩაკი აცხადებს, რუსეთმა დონბასის საომარი ზონიდან უკვე გაიყვანა ისეთი იშვიათი და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა რადიო-ლოკაციური ბრძოლის სამხედრო კომპლექსი РЭБ-ი. გრიმჩაკის განმარტებით, ეს იმდენად ახალი და დეფიციტური იარაღია, რომელიც თავად რუსეთის არმიას თითზე ჩამოსათვლელად ჰყავს. გრიმჩაკისვე ინფორმაციით, რუსეთს დონბასიდან საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატებიც გააქვს.


ერთი კვირით ადრე, უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ განაცხადა, რომ პუტინს უკვე მიღებული აქვს დონბასის დატოვების გადაწყვეტილება. ,პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დონბასი დატოვოს. ერთადერთი საკითხია დარჩენილი – როგორ გავიდეს ის, მისაღები სახით,, -განაცხადა რომენენკომ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და ჩინეთი – ჩრდილოეთ კორეის ქმედებებზე რაგირებას აპირებენ
შემდეგი სტატიათურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რჩება – ფედერიკა მოგერინი