რუსეთს აწყობს, საქართველო დააქუცმაცოს, ოჯახები მოსპოს – ანზორ მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის კომბინატის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ზუგდიდის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

“მე ზუგდიდში მივიღე განათლება, მაგრამ პირველ რიგში ოჯახმა, მეზობლებმა, სანათესაომ მომცეს კაცობა. სიყვარული ჩამინერგეს. მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სიყვარული კი არ ჩამინერგეს, არამედ მეზობლების, ნათესავების მიმართ. მე ზუგდიდი მახსოვს ბედნიერი და ურთიერთობაც იყო ძალიან ლამაზი. ყველა პაციენტი ჩემთვის პაციენტია – მე არ ვარჩევ რომელი პოლიტიკური სფეროდან არის ის. გვეუბნებიან, რომ ქუთაისიდან იაფი არის თვითმფრინავის ბილეთები და წადით.

რა უქნეს ახალგაზრდებს, როცა გერმანიაში გაუშვეს სამუშაოდ და რა პირობებში აცხოვრებდნენ?! მთელი საქართველო გასულია საზღვარგარეთ და ოჯახებს ასე ინახავენ. ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანმა აქ იპოვოს საარსებო საშუალება და ოჯახს მიხედოს. დღეს, ჩვენ ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ – ეს აწყობს რუსეთს, რომ საქართველო დააქუცმაცოს, ოჯახები მოსპოს და დააქუცმაცოს, გაანადგუროს. ჩვენ გვინდა საქართველო ისეთი, სადაც ყველა ჩვენგანი ბედნიერი იქნება. ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს აღორძინება”, – თქვა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაშიბატონ მიშას ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის, არაა პრობლემა – ზარქუა
შემდეგი სტატიაგახარიამ თელავის მერობის კანდიდატი, ასევე კახეთის რეგიონის მაჟორიტარობისა და პარტიული სიის წევრები წარადგინა