რუსეთს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ იტყუებოდა.

მისი თქმით, ამაზე მნიშვნელოვანია ის რიტორიკული შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, თუ რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მტერს საქართველოს ახლანდელი მთავრობის დახმარება უნდოდეს.

„რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას იმ გზავნილში, რომ ვითომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ „ოცნებაა“ სათავეში?! – ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – ამ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ეს რეჟიმი მარტოს გვტოვებს იზოლირებულს რუსეთის პირისპირ და უადვილებს მათ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას, სწორედ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან – რაქვიაშვილი
შემდეგი სტატიამე მყავს შეძლებული ოჯახი, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული… პოლიტიკამდეც ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს – ღარიბაშვილი