6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

რუსეთის დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს

„განიხილება უსაფრთხოების საკითხები. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. ისინი შეიძლება იყოს მხოლოდ ორმხრივი”- თქვა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული სამმხრივი ფორმატით.

„უახლოეს მომავალში ველოდებით უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრების ფორმატის აღდგენას. 10-11 ნოემბერს. ეს იქნება ფორმატი გუნდების დონეზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმატში მუშაობა და ჩვენი სხვა დიპლომატიური ნაბიჯები გზას გაუხსნის სამმხრივ ფორმატს ლიდერების დონეზე. სწორედ ასეთ ფორმატს, ლიდერების დონეზე, შეუძლია გადაჭრას საკვანძო საკითხები, რათა მიღწეულ იქნას გრძელვადიანი მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებენ