რუს სამხედროებს არ შესწევთ ძალა ზაპოროჟიეზე თავდასხმისთვის. მოწინააღმდეგე რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ RBC-Ukraine იუწყება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე კოვალენკოზე დაყრდნობით.
მისი თქმით, დამპყრობელს არ შესწევს ძალა, შეუტიოს ქალაქ ზაპოროჟიეს.
მისივე ცნობთ, სამაგიეროდ, აგრესორი ამზადებს ტაქტიკურ თავდასხმის ოპერაციებს ზაპოროჟიეს მიმართულებით რამდენიმე დასახლების რაიონებში.