რუსეთს არ მივცემთ უფლებას დაშინებით და შანტაჟით აიცილოს სანქციები – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეტენზიების მიუხედავად, რომ ის არის ენერგიის სანდო წყარო მსოფლიოსთვის, ,,მათი ქმედებები პოლონეთისა და ბულგარეთის მიმართ სხვას აჩვენებს”.

აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბაიდენმა თქმით, აღნიშნული აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ენერგორესურსებს ,,არა მხოლოდ როგორც საქონელს, არამედ როგორც იარაღს” იყენებს.

,,ჩვენ რუსეთს არ მივცემთ უფლებას დაშინებით და შანტაჟით აიცილოს სანქციები”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, პოლონეთისა და ბულგარეთის საკითზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნების დახმარების მიზნით, აშშ მოკავშირეებთან იმუშავებს.

,,ჩვენ იაპონელ მოკავშირეებთან ვიმუშავეთ და შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაყიდვა ამ ქვეყნებიდან პოლონეთსა და ბულგარეთში გადავიტანოთ. სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია”, – აღნიშნა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიმმართველ პარტიას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, რადგან ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ქართველ ხალხზე – კალაძე
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სექტორში შექმნილ გამოწვევას ეხმაურება