რუსეთმა ა ზაპოროჟიეს ოლქში შეტევა დაიწყო — აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი. ოკუპანტებმა ძირითადი ძალების კონცენტრირება მოახდინა პოკროვსკის, ტორეცკის, ლიმანის, ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ასევე სუმის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში.
BILD-ის ინფორმაციით, რუსეთის შეტევების ინტენსივობის ფარგლებში 1 კვირაში დაიკავეს 18 უკრაინული დასახლება აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში.
საერთო ჯამში, ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი შეადგენს დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრს. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები გრძელდება დონეცკის, ხარკოვის და სუმის ოლქებში.