რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა – არიან დაშავებულები

22 ნოემბრის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა კვლავ მიიტანეს იერიში ზაპოროჟიეზე. დაზიანებულია საცხოვრებელი კვარტალი, მაღაზია და მიმდებარე სახლები.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის, თქმით, ცნობილია მინიმუმ ხუთი დაშავებულის შესახებ, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ფედოროვმა ასევე გამოაქვეყნა კადრები, სადაც რუსეთის თავდასხმის შედეგები ჩანს – ნამსხვრევები, დაზიანებული შენობები და ავტომობილები.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს – დაშავებულია 14 ადამიანი
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში ძებნილი პირი დააკავა