5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

რუსეთმა ზაპოროჟიეს 32 დასახლებულ პუნქტზე 643 დარტყმა განახორციელა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ რეგიონის 32 დასახლებულ პუნქტზე 643 დარტყმა განახორციელა.

ფედოროვის ინფორმაციით, ჯამში მიღებულია 218 შეტყობინება საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ.

„რუსეთის ჯარებმა 12 საავიაციო დარტყმა მიიტანეს ზარეჩნოეზე, ლიუბიცკოეზე, ბარვინოვკაზე, ზალივნოეზე, ნოვოსოლოშინოზე, გულიაიპოლსკოეზე, ვერხნიაია ტერსაზე, ბელოგორიეზე და დოლინკაზე“, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ერთ დღეში რუსულმა ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა მოდიფიკაციის 401 უპილოტო საფრენი აპარატი (ძირითადად FPV). გარდა ამისა, განხორციელდა 223 საარტილერიო დარტყმაც

banner
წინა სტატიაშიდავით ახალაია: აფხაზეთ-სამეგრელოს ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გაიმართა
შემდეგი სტატია“სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს” – კობახიძე რასა იუკნევიჩიანეზე