რუსეთმა ვერცერთი ამერიკული HIMARS სისტემა ვერ გაანადგურა – პენტაგონი

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთმა ჯერჯერობით ვერც ერთი HIMARS სარაკეტო გამშვები სისტემა ვერ გაანადგურა, რომელიც აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა.

„დღემდე ეს სისტემები რუსებს არ გაუნადგურებიათ და ყოველ ჯერზე, როცა მსგავს რამეს ვამბობ, ხეზე ვაკაკუნებ. ისინი [უკრაინელები] ძალიან ეფექტურად იყენებენ HIMARS სისტემას“, – განაცხადა გენერალმა.

მანამდე, თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ HIMARS სისტემები „მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იმაზე, რაც ხდება, ფრონტის ხაზზე“ უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია, რომელიც ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს რეალობის აღწერას – ათასი არგუმენტი არსებობს, რითაც შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო არის მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი – ვოლსკი
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა