“რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია” – აშშ-ს საელჩო

სოფელ ატოცში, ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას და მავთულხლართების გაბმას, აშშ-ს საელჩო საქართველოში, განცხადებით ეხმაურება და ფაქტს გმობს:

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო – არასამთავრობოები საქალაქო სასამართლოს მხრიდან პროცესის ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე უარის თქმას ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაირლანდიელი სენატორი – არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს