სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის იმპორტი დაიწყო.
მიზანი იმ საწვავის დეფიციტის შევსებაა, რომელიც უკრაინის მიერ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა თავდასხმებმა გამოიწვია.
წყაროების ცნობით, ინდოეთიდან რუსეთში უკვე გაიგზავნა სულ მცირე 60 000 ტონა ბენზინი.
კრემლი საწვავის იმპორტს სხვა ქვეყნებიდანაც განიხილავს, რადგან ზაფხულში ქვეყანაში ბენზინის მოხმარება დღეში 110 000 ტონას აჭარბებს.


















