რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ტაქტიკა შეცვალა – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ხელში ჩაგდება და კიევში ძალაუფლების შეცვლა, მან შეცვალა ომის სტრატეგია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივ სარაკეტო დარტყმაზე საუბრისას, ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ აგრესორი ამით ცდილობს მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა მშვიდობიანი მოსახლეობაზე.

„მათ დაიწყეს რაკეტების გამოყენება – ეს არის ფსიქოლოგიური გავლენა. სარაკეტო დარტყმები ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ~როცა ეს შენი მშობლიური ქალაქია, შენი მშობლიური ხალხი “, – განმარტავს მალიარი.

რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი თავდაპირველ მიზანი ფსევდორესპუბლიკების შექმნა იყო. ასევე, მტერი გეგმავდა კიევის აღებას,.

„ეს იყო მაქსიმალური გეგმა. მინიმალური გეგმა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების გეოგრაფიული საზღვრები“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა
შემდეგი სტატიაკადიროვი პუტინს ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა – დანილოვი