რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დრონებით დაბომბა, არის მსხვერპლი , – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ კიპერის ცნობით, დაზიანებულია სამრეწველო, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო საშუალებები, ადმინისტრაციული შენობები და ავტოსახელოსნოს შენობა.
გარდა ამისა, ერთ-ერთი დრონი მრავალსართულიან კორპუს მოხვდა.რუსებმა ზაპოროჟიესაც დაარტყეს.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა. დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი.
რაკეტებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზე. ინფორმაცია დილით გამოქვეყნდა ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის Telegram-არხზე. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია ორი ადამიანი.
















