რუსეთმა უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების სია სახელმწიფო საიდუმლოდ ცნო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების სია სახელმწიფო საიდუმლოდ ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას “ekhokavkaza” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სვეტლოგორსკის სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოდ ცნო უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების სია, რომელიც გამოცემა “60.RU-მ” გამოაქვეყნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაღუპულთა შესახებ მონაცემები “ააშკარავებს პერსონალის დანაკარგებს, როგორც ომის დროს, ისე მშვიდობიანობის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს”, რის გამოც ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას მიაკუთვნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართება