24.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობისა და გაზის მოპოვების 7 ობიექტზე დარტყმები განახორციელა. კომპანია „უკრნაფტას“ ცნობით, ეს მათ ინფრასტრუქტურაზე ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. განადგურებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რის გამოც რამდენიმე ობიექტმა მუშაობა შეაჩერა და წარმოების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. გარდა ამისა, ოკუპანტები თავს დაესხნენ კომპანიის 4 ბენზინგასამართ სადგურსაც ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

პარალელურად, რუსულ იერიშების შედეგად  ქალაქ იზიუმში  2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გარდა ამისა, რუსებმა გზატკეცილზე მოძრავ სამოქალაქო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.ოკუპანტებმა დრონით იერიში მიიტანეს ბაზარში მყოფ ხალხზე, სადაც 10 მოქალაქე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიხაშურის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგიგა ავალიანის მკვლელობის საქმე: პროკურატურა არასრულწლოვნებს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა