რუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლის და ტკბილეულის იმპორტი აკრძალა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 30, 2018 11:24

რუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლის და ტკბილეულის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლის და ტკბილეულის იმპორტი აკრძალა. პროდუქტების სიაში მოყვა ლუდი, ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული, თხილი, თევზეული, ზეთები, მურაბები და ჯემები. შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა – “ბიბისი” წერს. გარდა ამისა, აკრძალულია სარეცხი ფხვნილების, ქაღალდის, სოფლის მეურნეობისთვის გარკვეული იარაღების შეტანა, ქალის და ბავშვების ჰიგიენური საფენები. გასულ წელს ჩამოთვლილი ნივთების ღირებულებამ 510 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ, უკრაინიდან რუსეთში თითქმის 5 მილიარდი დოლარის ტვირთბრუნაა. ის, რომ რუსეთი აღნიშნულ ზომებს მიიღებდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 23 ოქტომბერს დააანონსა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 30, 2018 11:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics