რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა – Amnesty International

Amnesty International-ის განცხადებით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები უკრაინაში შეჭრის ადრეულ ეტაპზე, კერძოდ კი კიევზე წარუმატებელი თავდასხმის დროს, სამოქალაქო პირებს „აწამებდნენ და ესროდნენ“.

Amnesty International-ის მტკიცებით, რუსული ავიაციის მიერ პირველ-ორ მარტს ქალაქ ბოროდიანკაში საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული დარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იყო “არაპროპორციული, განურჩეველი და აშკარა სამხედრო დანაშაული”.

banner
წინა სტატიაშიმრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები დაფინანსებას მიიღებენ
შემდეგი სტატიარევაზ სოხაძე „თელასმა ჩათვალა, რომ მას ჩვენი ქალაქის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია“