რუსეთმა უკრაინას შეთანხმების პროექტი გადასცა, ბურთი მათ მხარესაა – პესკოვი

რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი არ ჩქარობს რეაგირებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე.

“ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ ველოდებით პასუხს”, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიგული მწყდება როცა ვხედავ, რომ მსგავსი რამ ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს ევროპაში. ომის დანაშაულები არ შეიძლება იყოს დაუსჯელი – ბელგიის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიაომში მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა – ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“, ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო – თალაკვაძე