უკვე ცნობილია რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის მოსკოვის ვერსიის შინაარსი: კრემლი, ფაქტობრივად, უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს. მემორანდუმის შინაარსს ეხმიანება გიორგი მღებრიშვილი, რომელიც “ფეისბუქში” წერს:
“რუსეთმა მოლაპარაკებებისას მემორანდუმი გადასცა უკრაინას საკუთარი პირობებით, რომლებიც უკვე გასაჯაროვდა.
დეტალებზე რომ არ შეგაწყინოთ თავი ერთი სიტყვით გეტყვით მემორანდუმის შინაარს–კაპიტულაცია.
მთავარსაც ამოვკრეფ:
ნეიტრალიტეტი, დონეცკი,ლუგანსკი,ზაპოროჟია,ხერსონის ოლქებიდან ჯარების გაყვანა. Зсу–ს ფაქტიურად განიარაღება, დემობილიზაცია. ახალი არჩევნები, რუსული ენის ცალკე სტატუსი და ცხადია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ფუნქციონირების აღდგენა.))
ომის პრეტენზიებიც ნუ გექნებათო. (ბუჩა )
დასავლეთის შეიარაღების დახმარების შეწყვეტა.
ბრძენი იყო ის კაცი რომ ამბობდა–რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილი ჯვრები დალპებიანო.
Слава Україні!”, – წერს გიორგი მღებრიშვილი.