რუსეთმა უკრაინას ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთის მთავრობამ უკრაინაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა – რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 18 აპრილს განაცხადა – წერს “დოიჩე ველე”. მედვედევის თქმით, ზომები მიღებულია კონტრაქციის სახით აკრძალვებზე, რომელიც უკრაინამ შემოიღო რუსეთის მიმართ. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება უკრანული ნაწარმის რუსეთში შეტანასაც. მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იყო საკუთარი ინტერესები დაეცვა და აღნიშნული ზომები მიეღო.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრემიერი პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების მითვისებას სთავაზობდა – პოლონელი პოლიტიკოსი
შემდეგი სტატია“ჩვენმა კონსულებმა მოინახულეს საქართველოს მოქალაქეები პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია მათი კონცენტრაცია”