3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა  და  არის მსხვერპლი,– ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ოკუპანტების ძირითადი სამიზნე დედაქალაქი კიევი და უკრაინის ენერგოობიექტები იყო.

მათივე ცნობით, კიევის ერთ-ერთ გარეუბანში განადგურებულია კერძო სახლები და ინფრასტრუქტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი. ნიკოლაევში დაზიანდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულებიც.

ოდესის ოლქში კი რუსებმა ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტებზე დრონებით დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.

banner
წინა სტატიაშირვა წელი შესრულდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან
შემდეგი სტატიასომხეთი ევროკავშირისგან 202 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს მიიღებს