რუსეთმა უკრაინას 30 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 30 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო BBC წერს Ukrinform-ზე დაყრდნობით.

ცნობილია, რომ ცხედრების გადაყვანა მოხდა ზაპოროჟიეს რაიონში. უკრაინული მხარიდან პროცესში ოლეგ კოტენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, გენერალური შტაბი და სხვა სამართალდამცავი უწყებები მონაწილეობდნენ.

ეს იყო გაცვლა თუ ცალმხრივი ტრანსფერი, უკრაინული წყაროები არ აკონკრეტებენ.

Ukrinform იუწყება, რომ ცხედრებს დაღუპულთა ახლობლებს გადასცემენ „ღირსეულად დასაკრძალად“.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიასირიაში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს