რუსეთმა უკრაინას 11 ბავშვი დაუბრუნა

TASS-ი,- ბავშვთა უფლებების ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას განცხადებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ყატარის დახმარებით რუსეთმა უკრაინას 11 ბავშვი დაუბრუნა.

დაბრუნებულთა შორის ორი შშმ ბავშვია. როგორც ლვოვა-ბელოვა აღნიშნავს, ეს იყო ბავშთა ყველაზე დიდი ჯგუფი. ომბუდსმენმა ყატარის საელჩოს ბავშვების დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში ექვსი ბავშვი დააბრუნეს უკრაინაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი რუსეთში იყვნენ ნათესავებთან ერთად, ოჯახის დანარჩენი წევრებისგან მოშორებით.

banner
წინა სტატიაშიNDI წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატიასაკადრო გადაწყვეტილება პარლამენტში