გასულ ღამეს რუსეთმა ორლოვკის გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ორლოვკის გამშვები პუნქტი ოდესაში, უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარეობს.
თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მუშაობა დროებით შეჩერებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

















