რუსეთმა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე პირველად თხევადი გაზი იყიდა

რუსეთმა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე პირველად თხევადი გაზი იყიდა. შემკვეთი “გაზპრომია” და საწვავი სინგაპურისგან იყიდეს – რუსული მედია ავრცელებს. გაზის ტრანსპორტირება გემი “მარშალ ვასილევსკით” მოხდა, მარშრუტის საბოლოო წერტილი კალინინგრადია, სადაც “გაზპრომის” რეგაზიფიცირების ტერმინალი მდებარეობს. გემი კალინინგრადში 15 დეკემბერს შევა. რუსეთი სინგაპურისგან ათას კუბომეტრ გაზს 360 დოლარად ყიდულობს, რაც ძვირია. ბუნებრივი თხევადი გაზის ლიდერი რუსეთში კომპანია “ნოვატელია”. რატომ ვერ იყიდა “გაზპრომმა” “ნოვატელისგან” გაზი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება – რუსული “ლენტა” წერს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პროკურატურა შაკირას გადასახადების გადაუხდელობაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიარობინ ტიკი და ფარელ უილიამსი მარვინ გეის ოჯახს პლაგიატისთვის 5 მილიონს გადაუხდიან (ვიდეო)