27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

რუსეთმა, წუხელ, უკრაინას 656 დრონითა და სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 729 რაკეტით და დრონით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის მიერ გაშვებული 729 სამიზნიდან 642 – 40 რაკეტა და 602 დრონი – გაანადგურა. მათ შორის : „ისკანდერ-M“ ტიპის 11 ბალისტიკური რაკეტა, Х-101 ტიპის 6 რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა დ სხვადასხვა ტიპის 602 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსული ძალების შეტევის ძირითადი მიმართულება კიევი იყო. თავდასხმები ასევე განხორციელდა დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავას ოლქისა და სხვა რეგიონების წინააღმდეგ.

დაფიქსირდა 30 ბალისტიკური რაკეტის, 3 ფრთოსანი რაკეტის და 33 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 38 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები 15 ლოკაციაზე.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა მოიგერიეს
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება