32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

რუსეთმა წითელ მოედანზე გამართული ყოველწლიური კონცერტი 23 წლის განმავლობაში პირველად გააუქმა

2003 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის ხელისუფლებამ წითელ მოედანზე 12 ივნისის ყოველწლიური სადღესასწაულო კონცერტი გააუქმა.

გამოცემა Msk1 წერს, რომ სახელმწიფო ტელევიზიით ანონსირებული კონცერტი მოსკოვის აღმოსავლეთით, „მოსსოვეტის“ კულტურულ ცენტრში გადაიტანეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა ან ჩაეხსნა ცნობილი რუსი პროპაგანდისტი არტისტების უმეტესობა.

მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი სადღესასწაულო კონცერტის“ პირდაპირი ტრანსლაცია რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა დაგეგმილი, ლოკაციის შეცვლის ოფიციალური მიზეზი კრემლს არ განუმარტავს.

banner
წინა სტატიაშიგზების დეპარტამენტი: უშგული-ლასდილისა და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატია“რაზეც მღეროდნენ, იმის საპირისპირო მოიმოქმედეს”- ლალი მოროშკინა საზმაუს ეთერში ბავშვის წაქცევაზე