რუსეთმა “თურქული ნაკადის” ზღვის ნაწილის მშენებლობა დაასრულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ ტაიპ ერდორანმა ორშაბათს, 19 ნოემბერს “თურქული ნაკადის” მილსადენის ზღვის ნაწილის მშენებლობის დასრულების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. “დღეს, მხოლოდ ორი წლის შემდეგ, რაც ეს მასშტაბური პროექტი დავიწყეთ, ყველაზე რთული გზა გავიარეთ და ეს მართლაც სერიოზლი, დიდი საქმეა” – პუტინმა განაცხადა.
გაზსადენის პირველი შტოდან გაზი თურქეთის დასავლეთს ნაწილს მიეწოდება, მეორე შტოდან კი გაზს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა მიიღებს. “მსგავსი ტიპის პროექტები და კონკრეტულად ეს პროექტი, არავის ინტერესების წინააღმდეგ არ არის მიმართული” – პუტინმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
ამავე დროს, ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტულად სად და რა პირობებით გავა მილსადენი ევროკავშირის ტერიტორიაზე. “თურქული ნაკადის” დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებს შენგენში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაCNN: თეთრი სახლი ისევ აპირებს აკოსტასთვის აკრედიტაციის შეჩერებას