რუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

როსავიაციამ 22 ივლისიდან რუსეთსა და თურქეთს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.

“თურქული მხარისგან აეროპორტებსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთოხების გაძლიერების ზომების დაუყოვენბილივი მიღების შესახებ დაპირების მიღების შემდეგ, 2016 წლის 22 ივლისიდან აღდგება რეგულარული მიმოსვლა ყველა ავიაკომპანიისთვის, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან თურქეთში ასრულებენ რეისებს”, – ნათქვამია საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებაში.

რუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეაჩერა. როსავიაციის გადაწყვეტილებით, თურქეთის მიმართულებით ფრენა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გარკვევამდე შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : მიმართულება, რომელიც აღებული აქვს ჯანდაცვის სისტემას, არის სწორი მიმართულება
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია